თანამედროვე სწავლება

დღეისათვის საქართველოში აქტიურად ინერგება სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები. ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლების აქტიურობასა და ინსფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.

სწორედ ინფორმაციული საკომინუკაციო ტექნოლოგიებს ცოდნა საფუძველია შემდგომში ელექტრონული წიგნიერების განვითარებისა და მსის გამოყენების.




დისტანციური სწავლება

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უახლესი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ყველა დარგში მათი დანერგვა და ცოდნის ახალი სფეროების გაჩენა, კონკურენციის ზრდასთან და გლობალური შრომის ბაზრის ჩამოყალიბებასთან ერთად, მოითხოვს პროფესიონალიზმის განუწყვეტელ სრულყოფას და ამაღლებას. ამის მიღწევა კი შეუძლებელია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე.

სრული კომპიუტერიზაცია უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ეფექტურობის ამაღლებას, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილებში. ამ მხრივ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს:
უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელის შექმნა, მონაცემთა ერთიანი ბანკის ფორმირება, ინტერნეტში ელექტრონული ფოსტით ყველა თანამშრომლისა და სტუდენტის მომსახურების შესაძლებლობა, უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების ავტომატიზირებული სისტემის და კონსულტირების შექმნა.

სწავლების ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმთავრეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად ითვლება. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია საზღვარგარეთის ქვეყნების მოწინავე გამოცდილება, რაც აუცილებელია საქართველოში მიმდინარე განათლების სისტემის რეფორმისათვის.

ინფორმატიზაცია, ინფორმაციის მოპოვება XXI საუკუნის საზოგადოების განვითარების გადამწყვეტ ფაქტორად მოგვევლინა. ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიები (ICT), ხალხის ერთმანეთთან დაკავშირებასთან ერთად, განაპირობებს საზოგადოების განვითარების პროცესს. მართალია, ჩვენ ვფლობთ დიდ ცოდნას და ტრადიციული სწავლების დიდ გამოცდილებას, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ICT-ით სწავლების მეთოდების გამოყენებაში. ინტერნეტ ტექნოლოგიების ათვისება და ყველა სფეროში დანერგვა სწავლი პროცესისა და ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრების კანონზომიერი პროცესია. ამიტომაც ამის მიღწევისათვის ერთადერთ რეალურ გზად გვესახება სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ინტერნეტ ტექნოლოგიების ფართო დანერგვა.

ვინაიდან დაუსწრებელი სწავლების ფორმა გაუქმებულია, ამასთან სულ უფრო ბევრ ახალგაზრდას სურს უმაღლესი განათლების მიღება, ზოგიერთს კი წარმოებიდან მოუწყვეტლივ, ამის მიღწევა შესაძლებელია უმაღლეს სასწავლებელში დისტანციური სწავლების ფორმის დანერგვით. აღნიშნული კომპიუტერული პროგრამა სტუდენტს აწვდის იმდენად ღრმა და ვრცელ ინფორმაციას, გამდიდრებულს ეფექტური თვალსაჩინოებით, რაც მიუწვდომელია სწავლების ტრადიციული მეთოდისათვის. იგი მკვეთრად აფართოებს სწავლების შესაძლებლობებს. დისტანციური სწავლება არის ცოდნის მიღების ახალი მეთოდი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით: ტელეკომუნიკაცია, ტელევიზია, მულტიმედია, სატელიტური არხებით მონაცემთა გადაცემა და კომპიუტერული ქსელები.

დისტანციური სწავლება ადგილის და დროის შეუზღუდავად შესაძლებელს ხდის: გაიცნო უცხო ქვეყნის განათლების სისტემები, მოისმინო ევროპისა და ამერიკის უმაღლეს სასწავლებელთა საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლების მიერ მომზადებული კურსები, მიიღო კონსულტაციები „პირველი ხელიდან“ - თვით კურსის ავტორისგან, ჩააბარო გამოცდები, მიიღო სერთიფიკატი და მოძებნო სამსახური. ყველა სასწავლო მასალა გადაიცემა კომპიუტერული ქსელით. გამოცდების ჩასატარებლად გამოიყენება ინტერნეტი, ფაქსი, ტელეფონი, დიალოგური ქსელი, ვიდეოფონი, აუდიო და ვიდეო კონფერენციები.


წყარო:http://www.gsau.edu.ge/index.php?mainmenuid=8